სტივენ უილტშირი – მხატვარი აუტისტი, რომელმაც გაამცვიფრა მსოფლიო

ბრიტანელი მხატვარი, სტივენ უილტშირი გახდა ცნობილი თავისი უნიკალური, დაუჯერებელი მეხსიერებით. მისი უნიკალური თვისების დახმარებით, მან დახატა ამერიკის ქალაქ ნიუ იორკის პანორამა.

ის აკვირდებოდა ქალაქს ვერტმფრენიდან 20 წუთის განმავლობაში, რის შემდეგაც დახატა მისი ზუსტი ასლი. ყველა შენობა შესრულებულია მაქსიმალური დეტალიზაციით, რომელიც შეუძლებელია, რომ დაიმახსოვროს ჩვეულებრივმა ადამიანმა.

თითოეულ ნახატზე, სტივენს ესაჭიროება ერთი კვირა და უამრავი კალამი. მისი ტალანტის წყალობით სტივენი გახდა ბრიტანეთის სამეფოს სერი, ხელოვნებაში მიღწევების გამო.
დღეს დღეობით ის მოგზაურობს მსოფლიოში. მისი ნამუშევრების ნახვა შეგიძლიათ მის პირად გალერეაში.

გაუზიარე მეგობრებს:

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *