ყველაზე ძვირადღირებული წიგნი მსოფლიოში

ყველაზე ძვირადღირებული წიგნი მსოფლიოშიწიგნი ან და უფრო სწორად, რომ ვთქვათ მონუსკრიპტი სახელად «ლესტერის კოდექსი» გაიყიდა აუქციონზე 44,6 მილიონ დოლარად (თუ დავითვლით ეხლანდელი კურსის მიხედვით).

ზუსტად ამდენად შეაფასეს ლეონარდო და ვინჩის ნამუშევარი, რომელიც მან გააკეთა მილანში, დაახლოებით 1506-1510 წლებში. ჩანაწერები შედგება 18 ფურცლისგან, მაგრამ ისინი ისე არის განსაკუთრებულად დაკეცილი, რომ ჯამში 72 სრული გვერდი გამოდის.


წიგნი დაწერილია ძალიან საინტერესო სტილისტიკაში – ის სარკისებურია, თუ გინდათ ტექსტის წაკითხვა, მაშინ უნდა დაუდოთ სარკე და ისე შეძლებთ წაკითხვას სარკეში. მის წიგნში ის აღწერს სხვა და სხვა ბუნებრივ მოვლენებს: მაგალითად, რატომ ანათებს მთვარე, ან რატომ მოედინება მდინარე და ასე შემდეგ.

ჩანაწერებმა მიიღო ასეთი სახელი თავისი პირველი მყიდველის საპატივცემულოდ. ლესტერმა იყიდა წიგნი 1717 წელს, მაგრამ დღეს დღეობით წიგნის ბოლო მფლობელია მაიკროსოფტის დამფუძნებელი – ბილ გეითსი.

გაუზიარე მეგობრებს:

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *