ჯორჯ ვაშინგტონის დიდებული დღიური

ამერიკის პირველი პრეზიდენტი ჯორჯ ვაშინგტონი, ხალხს ძალიან უყვარდა მისი ხასიათი. მის ღირსებას და ვაჟკაცობას საზღვარი არ ჰქონდა. იმდენად დიდებული ადამიანი იყო, რომ მას შეარქვეს “ამერიკული ნაციის მამა”.

იზრდებოდა ის ძალიან გაჭირვებულ ოჯახში, რომელსაც ჰქონდა იმდენად ცოტა ფული, რომ ოჯახს არაფრის მიცემა შეეძლო მისთვის. ერთ მშვენიერ დღეს, მან წაიკითხა წესების წიგნი, რომელიც იყო დაწერილი მე-16 საუკუნეში იეზუიტების მიერ. ამ წიგნში იხსნებოდა, თუ როგორ უნდა აწარმოვო სწორი დიალოგი და მონოლოგი, როგორ მოიქცე მაგიდასთან, როგორი უნდა იყოს შენი სამოსი და ასე შემდეგ.

ეს ყველაფერი მომავალმა პრეზიდენტმა თავის დღიურში ჩაიწერა. საინტერესოა ის ფაქტი, რომ მან ის ბლოკნოტი სიკვდილის ბოლომდე თან ატარა და პერიოდულად კითხულობდა. ამ წიგნის დამსახურებით, მან შექმნა თავისი “მე”, რითინაც დაიმსახურა მილიონობით ადამიანის პატივისცემა, დაფასება და სიყვარული.

ამ თვისებების გამოვლინებით მან დაანახა ხალხს, რომ ყველას შეუძლია გახდეს იმაზე კარგი ვიდერე იყო. სხვათაშორის მასონების ერთ-ერთი დევიზი სწორედ ეგ არის: გავხადოთ კარგი ადამიანი უფრო უკეთესი. ვაშინგტონის კავშირი მასონებთან ეგ უკვე დიდი თემაა, რომელსაც მოგიყვებით აუცილებლად.

ვაშინგტონი იყო დიდებული ადამიანი, რომელმაც შეცვალა ისტორიის მიმდინარეობის კალაპოტი. მისი დამსახურებაა, რომ დღეს მსოფლიო არის ისეთი, როგორსაც ვიცნობთ.

გაუზიარე მეგობრებს:

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *